ავღანეთის დედაქალაქში აფეთქების შედეგად სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, დანაღმული ავტომობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აფეთქდა.
ჯერ მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
აღსანიშნავია, რომ ქაბულში აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ავღანეთის მთავრობა მოძრაობა „თალიბანის“ სამი მეთაურის გათავისუფლებას დათანხმდა. სანაცვლოდ კი, თალიბებმა მძევლად აყვანილი ორი პროფესორი გაუშვეს. ავღანეთის მთავრობამ იმედი გამოთქვა, რომ ამ ნაბიჯით ქვეყანაში ძალადობას შეამცირებს და თალიბებთან მოლაპარაკებების განახლებას შეძლებს.