პუტინმა 9 მაისი საქართველოსა და უკრაინის ლიდერებს ისევ არ მიულოცა
პუტინმა 9 მაისი საქართველოსა და უკრაინის ლიდერებს ისევ არ მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 მაისი საქართველოსა და უკრაინის ლიდერებს ისევ არ მიულოცა. კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვლადიმირ პუტინმა 9 მაისის მისალოცი წერილი გაუგზავნა სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ბელარუსის, უზბეკეთის სახელმწიფოს მეთაურებს.

პუტინის წერილს მიიღებენ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების ე.წ. პრეზიდენტებიც.

გამონაკლისი არის საქართველო და უკრაინა. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინი 9 მაისს „ქართველ და უკრაინელ ერს ულოცავს“.