პსჟ ზამთარში, შესაძლოა, კოლო მუანიმ და მილან შკრინიარმა დატოვონ #1TVSPORT
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ზამთარში „პარი სენ-ჟერმენი“, შესაძლოა, მილან შკრინიარმა და რანდალ კოლო მუანიმ დატოვონ.
მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, ბოლო პერიოდში ეს ფეხბურთელები გუნდის შემადგენლობაში ვეღარ ხვდებიან.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ უკვე მზადაა, ნებისმიერ კლუბთან მოლაპარაკება დაიწყოს და იანვარში მოთამაშეებს შეელიოს.
მილან შკრინიარი ფრანგულმა გუნდმა 2023 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, ხოლო კოლო მუანი 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.