პსჟ ზაფხულის გაყიდვებისთვის ემზადება #1TVSPORT
პსჟ ზაფხულის გაყიდვებისთვის ემზადება #1TVSPORT

მიმდინარე სეზონში წარმატებული თამაშის მიუხედავად, „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე მომავალი წლისთვის შემადგენლობაში ბევრი ცვლილების შეტანას აპირებს. ესპანელ სპეციალისტს სურს ახალი ფეხბურთელების შეძენა, აგრეთვე იმ მოთამაშეების გაშვება, რომლებმაც მისი მოლოდინი ვერ გაამართლეს.

როგორც გამოცემა El Nacional წერს, „კარისკენ“ შეიძლება მიუთითონ ჯანლუიჯი დონარუმას. მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი გuნდის ძირითადი მეკარეა, ბოლო დროს მან ბევრი კრიტიკა დაიმსახურა შეცდომებისა და არასტაბილური თამაშის გამო.

ამიტომაც, პარიზულ კლუბში ეძებენ ტოპ-დონის ახალ მეკარეს და მზად არიან გაყიდონ იტალიელი, რომელსაც კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.

დონარუმას ასევე შეიძლება შეუერთდნენ გონსალო რამუში და ლუკა ერნანდესი, რომლებშიც პსჟ-მ დიდი თანხა გადაიხადა, მაგრამ ვერ გამოიჩნეს თავი ლუის ენრიკეს სისტემაში.

კიდვ ერთი ვარსკვლავი, რომელიც არ შედის პსჟ-ის გეგმებში, არის მარკო ასენსიო, რომელიც იანვარში იჯარით „ასტონ ვილაში“ გადავიდა. პარიზულ კლუბში ვერ ხედავენ პერსპექტივებს მისი დაბრუნებისთვის.

რანდალ კოლო მუანი, რომელიც იჯარით „იუვენტუსში“ თამაშობს. ასევე, დიდი ალბათობით, სხვა კლუბში გაიყიდება. ფორვარდმა, რომელშიც პსჟ-მ 95 მილიონი ევრო გადაიხადა, ბოლომდე ვერ გაიგო ლუის ენრიკეს ფილოსოფია, რამაც იანვარში მისი წასვლა გამოიწვია.