პსჟ-ში დასატოვებლად, კილიან მბაპესა და მის ოჯახზე სერიოზული ზეწოლაა #1TVSPORT
პსჟ-ში დასატოვებლად, კილიან მბაპესა და მის ოჯახზე სერიოზული ზეწოლაა #1TVSPORT

კილიან მბაპეზე და მის ოჯახზე სერიოზული ზეწოლაა, რათა ფრანგმა ფეხბურთელმა „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღოს. ეს ინფორმაცია გაზეთ „მარკას“ ეკუთვნის.

ესპანელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ მბაპე ბოლო დროს კოლოსალური წნეხის ქვეშ ცხოვრობს. ის და მისი ოჯახის წევრები სატელეფონო ზარებს იღებენ საფრანგეთის პრეზიდენტისგან ემანუელ მაკრონისგან. ასევე მას ურეკავენ ყატარიდან, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისგან, რომელთანაც მბაპეს არც ისე თბილი ურთიერთობა აქვს.

კილიანი თავისი ოჯახის გამო შიშობს, განსაკუთრებით კი თავისი უმცროსი ძმა ეთანი აღელვებს, რომელიც „პარი სენ-ჟერმენის“ აკადემიაში სწავლობს და პირველ გუნდში დებიუტს გეგმავს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მბაპე დარწმუნებულია, რომ მადრიდის „რეალში“ უნდა გადავიდეს. ესპანური კლუბი კილიანისთვის ამზადებს ისტორიული მასშტაბის პრეზენტაციას.

ამ სეზონში 23 წლის ფორვარდმა 44 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 19 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი პსჟ-სთან ამა წლის ივნისში იწურება.

დატოვე კომენტარი