პსჟ საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია #1TVSPORT
პსჟ საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია #1TVSPORT

„პარკ დე პრენსის“ სტადიონზე საფრანგეთის სუპერთასი გათამაშდა. „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტულუზას“ უმასპინძლა და 2:0 მოიგო.

საფრანგეთის ჩემპიონმა მესამე წუთზე კორეელი ლეგიონერის, კან-ინ ლის გოლით გახსნა ანგარიში, 44-ე წუთზე კი კილიან მბაპემ გაამყარა პარიზელთა უპირატესობა.

„ტულუზამ“ აჯობა მეტოქეს დარტყმების საერთო რაოდენობით, ასევე ზუსტი დარტყმებით, მაგრამ მეორე ტაიმში ვერ შეძლო თუნდაც ერთი საპასუხო გოლის გატანა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ზედიზედ მეორედ მოიგო საფრანგეთის სუპერთასი. სულ კი გუნდს 12 გამარჯვება დაუგროვდა ამ ტურნირზე, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე რვა მოგებით „ლიონი“ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ პსჟ-მ 10 სუპერთასი ბოლო 11 წელიწადში მოიგო. ამ დროის განმავლობაში გუნდმა მხოლოდ 2021 წელს ვერ შეძლო ფინალში გამარჯვება.

გარდა ამისა, ეს არის პირველი ტიტული, რომელიც „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის რანგში ლუის ენრიკემ მოიგო. ესპანელი სპეციალისტისთვის ესაა პირველი საკლუბო ტიტული 2017 წლის შემდეგ, როცა ის „ბარსელონაში“ მუშაობდა.