პსჟ-ის პრეზიდენტი - „ბარსელონაში“ ყველაფერი მესისთვის იყო, პარიზში კი მას განსხვავებული სიტუაცია დახვდა #1TVSPORT
პსჟ-ის პრეზიდენტი - „ბარსელონაში“ ყველაფერი მესისთვის იყო, პარიზში კი მას განსხვავებული სიტუაცია დახვდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ პარიზული გუნდის ყოფილ ფეხბურთელზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის საფრანგეთში გატარებული დრო ადვილი არ იყო.

RMC-სთან ინტერვიუში ალ-ხელაიფიმ განმარტა, რომ „ბარსელონაში“ თამაშისას კლუბის ყველა სტრუქტურა არგენტინელზე იყო მორგებული.

„ლიონელ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. მისთვის პარიზში ჩამოსვლა ადვილი არ იყო, რადგან „ბარსელონაში“ უამრავი საოცარი წელი გაატარა.

ესპანეთში კლუბის ყველა სტრუქტურა არგენტინელზე იყო მორგებული – ფეხბურთელები, მწვრთნელი, მენეჯმენტი. პარიზში განსხვავებული ვითარება დახვდა. ჩვენ ისეთი ვარსკვლავები გვყავდა, როგორებიც კილიან მბაპე და ნეიმარი არიან“, – განაცხადა პსჟ-ს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენში“ 2021-2023 წლებში ითამაშა. ორი სეზონის მანძილზე მან ორჯერ მოიგო საფრანგეთის ლიგა 1. ჩემპიონთა ლიგაზე მესი, პარიზელებთან ერთად, ჯერ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდა მერვედფინალურ ეტაპზე, შემდეგ კი – მიუნხენის „ბაიერნთან“.

2023 წლის ზაფხულში მესი MLS-ის გუნდში, „ინტერ მაიამიში“ გადავიდა.