პსჟ-ს მწვრთნელი თომას ტუხელი გახდა
პსჟ-ს მწვრთნელი თომას ტუხელი გახდა

გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, – ეს ინფორმაცია პარიზული კლუბის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დასტურდება.
„დორტმუნდის“ ყოფილ დამრიგებელთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ტუხელმა ამ პოსტზე ესპანელი უნაი ემერი შეცვალა, რომელმაც შიდა არენაზე პარიზელებს შვიდი ტიტული მოაგებინა და ერთი დღით წინ, სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

„დიდი სიხარულით, სიამაყითა და ამბიციებით ვუერთდები მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბს, მოუთმენლად ველოდები მუშაობის დაწყებას შესანიშნავ ფეხბურთელებთან, რომლებიც საუკეთესოთა შორის არიან პლანეტაზე. ჩემს შტაბთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა საერთაშორისო დონეზე ყველაზე მაღალ შედეგებს მიაღწიოს. პსჟ-ს არაჩვეულებრივი პოტენციალი აქვს და ეს არის ყველაზე მძაფრი გამოწვევა ჩემს კარიერაში”,- მოჰყავს პსჟ-ის ვებგვერდს ტუხელის სიტყვები.