პსჟ-ს მესისთან კონტრაქტის გაგრძელებს სურს #1TVSPORT
პსჟ-ს მესისთან კონტრაქტის გაგრძელებს სურს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენს“ ლიონელ მესისთან კონტრაქტის გაგრძელების სურვილი აქვს. მხარეებს შორის მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება, მაგრამ პარიზელთა ხელმძღვანელობამ უკვე აცნობა ფეხბურთელის წარმომადგენლებს, რომ სურს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება – 2024 წლის ზაფხულამდე. ამის შესახებ გაზეთმა „მარკამ“ დაწერა.

წყაროს ცნობით, მესი თავის მომავალზე გადაწყვეტილებას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს. არგენტინელი იმ დროისთვის აპირებს საკუთარი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას.

„პარი სენ-ჟერმენში“ სჯერათ, რომ პირველი სეზონის შემდეგ, რომელიც ადაპტაციას დასჭირდა, მესი შეძლებს ისეთი თამაშის ჩვენებას, როგორიც „ბარსელონაში“ ჰქონდა. გარდა ამისა, პარიზელებს ეკონომიკური და საიმიჯო კუთხითაც უნდათ მესის შენარჩუნება – არგენტინელის პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, კლუბმა 700 მილიონი ევრო გამოიმუშავა და 10 ახალი სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა.