პსჟ-ს მესის გოლო-შედევრი არ ეყო ლისაბონში მოსაგებად, „იუვენტუსმა“ პირველად მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური, H ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
პსჟ-ს მესის გოლო-შედევრი არ ეყო ლისაბონში მოსაგებად, „იუვენტუსმა“ პირველად მოიგო - ჩემპიონთა ლიგა, მე-3 ტური, H ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ლიონელ მესიმ ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა. ამ სეზონში მას რვა გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა აქვს 13 თამაშში.

* მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე მე-40 გუნდს გაუტანა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

* ანხელ დი მარიამ სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 38 საგოლე პასით ლიგის ისტორიაში მეორე ადგილზე გადავიდა. უფრო მეტი მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს აქვს – 42. დი მარიამ გაუსწრო მესის (37 პასი). ყველა დროის სიაში მეოთხე ადგილზეა ნეიმარი (32).

* ნეიმარს ამ სეზონში 13 მატჩში 20 შედეგიანი მოქმედება აქვს – 11 გოლი+9 პასი.

 

ბენფიკა-პარი სენ-ჟერმენი      1:1

გოლები: 0:1 მესი (22), 1:1 დანილო პერეირა (41-საკ. კარში)

 

იუვენტუსი-მაკაბი (ჰ)  3:1

გოლები: 1:0 რაბიო (35), 2:0 ვლაჰოვიჩი (50), 2:1 დავიდი (75), 3:1 რაბიო (83)

 

1. პსჟ 3 2 1 0 6-3 7
2. ბენფიკა 3 2 1 0 5-2 7
3. იუვენტუსი 3 1 0 2 5-5 3
4. მაკაბი 3 0 0 3 2-8 0