პსჟ-ს ხელმძღვანელობა ზაფხულში შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას გეგმავს
პსჟ-ს ხელმძღვანელობა ზაფხულში შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას გეგმავს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა ზაფხულში შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას გეგმავს, – იტყობინება გაზეთი Le Parisien.

გამოცემის ინფორმაციით, პარიზელები აპირებენ გამოეთხოვონ ედინსონ კავანის, ანხელ დი მარიას, დანი ალვეშს, მარკო ვერატის, ლევენ კურზავას, იური ბერჩიჩეს, ადრიენ რაბიოსა და ხავიერ პასტორეს. ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ მოთამაშეები არ ანახლებენ კონტრაქტებს, რომლებსაც 2018-19 წლების სეზონის ბოლოს გასდის ვადა.
აღნიშნავენ, რომ პსჟ-ის მფლობელები გეგმავენ ახალი გუნდის აშენებას ნეიმარისა და კილიან მბაპეს გარშემო.

უფრო ადრე დაიწერა, რომ კლუბი ასევე გაუშვებს მთავარ მწვრთნელს უნაი ემერის და პარიზელები ახალ მთავარ მწვრთნელად განიხილავენ მაურისიო პოჩეტინოს (ტოტენჰემი), ხოსეპ გვარდიოლას (მანჩესტერ სიტი), ანტონიო კონტეს (ჩელსი), აგრეთვე კარლო ანჩელოტისა და ლუის ენრიკეს, რომლებიც უგუნდოდ არიან.