პსჟ-ს ჯანლუიჯი დონარუმასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება განსხვავებული პირობებით სურს #1TVSPORT
ფრანგულ „პარი სენ-ჟერმენს“ იტალიელ მეკარესთან, ჯანლუიჯი დონარუმასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს, – ინფორმაციას RMC Sport-ის ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი ავრცელებს.
ჰოუკინსის ცნობით, „პარი სენ-ჟერმენი“ იტალიელი მეკარის თამაშით კმაყოფილია და კლუბის მიზანია, მასთან ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდეს.
თუმცა, პსჟ-მ ახალი სახელფასო პოლიტიკა განსაზღვრა და დონარუმას ხელშეკრულებაც მის პირობებს სურს დაუქვემდებაროს. აღნიშნული სქემა შედარებით დაბალ ხელფასსა და ფეხბურთელის სათამაშო შედეგებზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას გულისხმობს.
მოქმედი კონტრაქტი დონარუმას პსჟ-სთან 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ხოლო ანაზღაურების სახით სეზონში 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.