პსჟ-ს ფეხბურთელებს „მარსელის“ გულშემატკივრების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია ემუქრებათ #1TVSPORT
პსჟ-ს ფეხბურთელებს „მარსელის“ გულშემატკივრების შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია ემუქრებათ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეებს – კოლო მუანის, აშრაფ ჰაკიმისა და უსმან დემბელეს „მარსელის“ გულშემატკივრების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია ემუქრებათ, – იუწყება Le Parisien-ი.

ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, პსჟ-სა და „მარსელის“ მატჩის დროს (4:0) ეს ფეხბურთელები მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრების ტრიბუნასთან მივიდნენ და მათ სიტყვიერი შეურცხყოფა მიაყენეს. აღნიშნავენ, რომ საკითხს სადისციპლინო კომიტეტი სწავლობს და არ არის გამორიცხული, რომ კოლო მუანი, აშრაფ ჰაკიმი და უსმან დემბელე დისკვალიფიკაციით დაისაჯონ.

საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებული ექვსი ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 11 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა, „მარსელი“ – მეშვიდეზე (9 ქულა), სატურნირო ცხრილს კი 13 ქულით „ბრესტი“ ლიდერობს.