პსჟ-ს ევროპაში ყველაზე დიდი სახელფასო ბიუჯეტი აქვს #1TVSPORT
პსჟ-ს ევროპაში ყველაზე დიდი სახელფასო ბიუჯეტი აქვს #1TVSPORT

ცნობილი გახდა „პარი სენ-ჟერმენის“ სახელფასო ბიუჯეტი.

როგორც გაზეთი L’Équipe წერს, ფრანგული კლუბი წელიწადში ხელფასებზე 629 მილიონ ევროს ხარჯავს. ამ თანხაში შედის ბონუსი 136 მილიონი ევროს ოდენობით.

ეს არის ლიგა 1-ის ყველა კლუბის საერთო სახელფასო ბიუჯეტის (1.73 მილიარდი ევრო) 37 პროცენტი.

ასევე ირკვევა, რომ 629 მილიონი ევრო – ეს ყველაზე დიდი სახელფასო ბიუჯეტია ევროპულ კლუბებს შორის.