პსჟ-ს 200 მილიონის ღირებულების ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს #1TVSPORT
პსჟ-ს 200 მილიონის ღირებულების ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ ზაფხულში აპირებს რამდენიმე ფეხბურთელთან გამოთხოვებას, რომელთა საერთო ღირებულება 200 მილიონი იქნება.

ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ მთავარ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს არ შეუძლია ახალი სატრანსფერო გარიგებების განხორციელება, სანამ არ მიიღებს თანხას უკვე არსებული მოთამაშეების გაყიდვისგან. ეს სიტუაცია ფინანსური ფეარ პლეით არის გამოწვეული.

ვარაუდობენ, რომ გუნდს დატოვებენ პაბლო სარაბია, ანდერ ერერა, ლეანდრო პარედესი, იდრისა გეიე, ტილო კერერი, აბდუ დიალო და ლეივინ კურზავა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ უკვე გაიფორმა ჟორჟინიო ვეინალდუმი თავისუფალი აგენტის რანგში. გუნდის შემადგენლობა, შესაძლოა, ასევე უფასოდ შეავსონ ესპანელმა მცველმა სერხიო რამოსმა და იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ. ახლოს არის პარიზში გადასვლასთან „ინტერის“ მაროკოელი მცველი აშრაფ ჰაკიმი. ის პსჟ-ს 70 მილიონი დაუჯდება.