პსჟ-ის რიგებში ლიბერიის პრეზიდენტის ვაჟის დებიუტი შედგა
პსჟ-ის რიგებში ლიბერიის პრეზიდენტის ვაჟის დებიუტი შედგა

საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში ლიდერმა “პარი სენ-ჟერმენმა” ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა და უახლოეს მდევარ “მონაკოს” ისევ 14 ქულით დაშორდა.

პარიზელებმა, რომლებიც სამი ძირითადი ფორვარდის – ნეიმარის, ედინსონ კავანისა და კილიან მბაპეს გარეშე თამაშობდნენ, სტუმრად “ტრუას” 2:0 მოუგეს.

გოლები მეორე ტაიმში დი მარიამ და ნკუნკუმ გაიტანეს.

ეს შეხვედრა იმით იყო აღსანიშნავი, რომ პსჟ-ის რიგებში დებიუტი ჰქონდა 18 წლის ტიმოტი ვეას, რომელიც 79-ე წუთზე შევიდა მოედანზე. ის ლეგენდარული ლიბერიელი ფორვარდის, 1995 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელის ჟორჟ ვეას ვაჟია. უფროსი ვეა “პარი სენ-ჟერმენში” 1992-95 წლებში თამაშობდა. 2017 წლის დეკემბერში ის ლიბერიის პრეზიდენტად აირჩიეს.