ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმანეთს „პარი-სენ ჟერმენი“ და „რეალი“ დაუპირისპირდებიან.
როგორც უეფა-ს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ორი გრანდის შეხვედრას იტალიელი არბიტრები განსჯიან.
მთავარი მსაჯი – დანიელე ორსატო, ასისტენტები – ჩირო კარბონე, ალესანდრო ჯალატინი.
1/8 ფინალში ერთმანეთს ასევე დაუპირისპირდებიან „სპორტინგი“ და „მანჩესტერ სიტი“. ამ შეხვედრის მსაჯები კი სერბეთის წარმომადგენლები იქნებიან.
მთავარი მსაჯი – სრჯან იოვანოვიჩი, ასისტენტები – უროშ სტოიკოვიჩი, მილან მიხაილოვიჩი.
ორივე შეხვედრა 15 თებერვალს გაიმართება.