პსჟ რაბიოსთვის ხელფასის შემცირებას გეგმავს
პსჟ რაბიოსთვის ხელფასის შემცირებას გეგმავს

პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობა აპირებს, ხელფასის ნაწილი ჩამოაჭრას ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს. სააგენტო ფრანს პრესის (AFP) ცნობით, პარიზული კლუბი აამოქმედებს 23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში არსებულ პუნქტს, რომლის მიხედვითაც, შეუძლია ჯამაგირის შემცირება მოთამაშის მხრიდან ეთიკური დარღვევის შემთხვევაში.

ამგვარი სასჯელის საბაბი უნდა გახდეს რაბიოს არყოფნა შეკრებაზე, რომელიც პარი სენ-ჟერმენმა ყატარში 13-17 იანვარს გამართა. მაშინ ფეხბურთელს საპატიო მიზეზი ჰქონდა – ჯერ ბებია დაკარგა, შემდეგ კი მამის მდგომარეობა დამძიმდა და ის მოგვიანებით გარდაიცვალა. პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობამ რაბიო პარიზში დატოვა, მაგრამ ახლა სურს. ხელფასის ნაწილის დაქვითვა.

შეგახსენებთ, რომ რაბიო ჩამოშორებულია ძირითად გუნდს კლუბთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარის თქმის გამო.