პსჟ ოსიმენის წარმომადგენლებს დაუკავშირდა #1TVSPORT

15:35, 21.12.2024

„ნაპოლის“ ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც „გალათასარაიში“ იჯარის წესით თამაშობს, შესაძლოა, კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს.

როგორც ონლაინ-გამოცემა RMC Sport წერს, პარიზული კლუბი უკვე დაუკავშირდა ნიგერიელის წარმომადგენლებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას პოტენციურ ტრანსფერზე.

გარიგებს შეიძლება არ შედგეს პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს პოზიციის გამო. ოსიმენის გუნდში ხილვა პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას უნდა, იმ დროს, როცა ესპანელმა სპეციალისტმა უკვე დააფიქსირა, რომ არ სურს ფორვარდის გუნდში ხილვა.

მსგავსი