პსჟ ნეიმარს წელიწადში 38 მილიონ ევროს შესთავაზებს
პსჟ ნეიმარს წელიწადში 38 მილიონ ევროს შესთავაზებს

საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის, ახალი კონტრაქტი შესთავაზოს ბრაზილიელ ფორვარდს ნეიმარს და ამით გადააფიქრებინოს მას „ბარსელონაში“ გადასვლა, – წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ნიკოლო შირა.

„ბარსელონა“ მუშაობს ნეიმარის დაბრუნებაზე, მაგრამ პსჟ-ს არ სურს ფეხბურთელის დაკარგვა. პარიზელთა სპორტული დირექტორი ლეონარდო მზად არის ფეხბურთელს 2025 წლის ზაფხულამდე შესთავაზოს კონტრაქტი და სეზონში 38 მილიონი ევრო გადაუხადოს“, – დაწერა ჟურნალისტმა.

ნეიმარი 2017 წელს გახდა პსჟ-ის მოთამაშე. 27 წლის ბრაზილიელს ჯამში 80 მატჩი დაუგროვდა პარიზულ კლუბში, გაიტანა 69 გოლი და 39 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში.