პსჟ-მ შეიძლება ნეიმარი დაიბრუნოს და ვინისიუსის გაფორმება სურს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენს“ განზრახული აქვს „რეალიდან“ ვინისიუსის გადაბირება, – წერს ინტერნეტგამოცემა Todofichajes- ი.
პარიზული კლუბის წარმომადგენლებმა გამოკითხეს ბრაზილიელი ფეხბურთელის გარემოცვა „რეალში“ კილიან მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და მიიღეს პასუხი, რომ ვინისიუსი მზად იქნება პარიზში გადასასვლელად, თუ ფეხბურთელს ეჭვი გაუჩნდება მადრიდულ კლუბში თავის მდგომარეობაზე.
გარიგების პოტენციურ თარიღად 2025 წლის ზაფხული მიიჩნევა. პსჟ მზად არის, ვინისიუსს შესთავაზოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მსხვილი კონტრაქტი.
ასევე აღნიშნავენ, რომ პსჟ განიხილავს „ალ-ჰილალიდან“ ნეიმარის დაბრუნებას.