მილანის „ინტერის“ ფორვარდი მარკუს ტურამი „პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთი სამიზნე იქნება ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დროს, – იტყობინება ინტერნეტგამოცემა Football Italia.
წყაროს ცნობით, პარიზელები ეძებენ კილიან მბაპეს შემცვლელს. ისინი ძალიან აფასებენ ტურამის შესაძლებლობებს, ითამაშოს თავდასხმის ცენტრსა და ფლანგებზე. „ინტერიც“ არ არის წინააღმდეგი, გაუშვას ფეხბურთელი, თუმცა მასში, მინიმუმ, 80 მილიონ ევროს ითხოვს.
მიმდინარე სეზონში ტურამმა 40 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.