პსჟ-მ სერხიო რამოსს სამწლიანი კონტრაქტი და 15 მილიონი შესთავაზა
პსჟ-მ სერხიო რამოსს სამწლიანი კონტრაქტი და 15 მილიონი შესთავაზა

„პარი სენ-ჟერმენს“ გადაწყვეტილი აქვს მადრიდის „რეალის“ ცენტრალური მცველის სერხიო რამოსის შეძენა.

Onda Cero-ს ინფორმაციით, პარიზელებმა „სამეფო კლუბის“ კაპიტანს შესთავაზეს სამწლიანი კონტრაქტი სეზონში 15 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.

ესპანელის ხელშეკრულება „რეალთან“ უახლოეს ზაფხულს იწურება და კლუბი მოლაპარაკებებს მართავს 34 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების ორი წლით გახანგრძლივების თაობაზე.

ადრე წერდნენ იმის შესახებ, რომ რამოსი არ გადავა „პარი სენ-ჟერმენში“ პარიზელებსა და მადრიდელებს შორის არსებული ჯენტლმენური შეთანხმების გამო.

სერხიო რამოსი „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობს. მცველმა მადრიდულ კლუბში 668 მატჩი ჩაატარა, 100 გოლი გაიტანა და 40 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.