პსჟ-მ ნეიმარის შემდეგ, ედინსონ კავანიც დაკარგა
პსჟ-მ ნეიმარის შემდეგ, ედინსონ კავანიც დაკარგა

„პარი სენ-ჟერმენმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი მატჩის წინ, შესაძლოა, თავდასხმის ხაზის კიდევ ერთი ლიდერი დაკარგოს. ცნობილია, რომ ფეხის ტრავმის გამო ინგლისურ კლუბთან ორივე შეხვედრას გამოტოვებს ნეიმარი, მისი თამაში აპრილამდე გამორიცხულია. ამას საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ბორდოსთან“ მატჩში ედინსონ კავანის ტრავმა დაემატა.

„არ მაქვს კარგი ამბები. მას კუნთის ტრავმა აქვს. უნდა მოვიცადოთ. ჯერჯერობით, არ მინახავს არც კავანი და არც ექიმი. არ ვიცით, ითამაშებს თუ არა ის სამშაბათს“, – განაცხადა პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა.

კავანიმ კუნთის ტრავმა პენალტის შესრულებისას მიიღო. საბოლოოდ, პსჟ-ს „ბორდოსთან“ მატჩში მოგება მისმა ერთადერთმა გოლმა მოუტანა .

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ პირველი შეხვედრა სამშაბათს, 12 თებერვალს გაიმართება.