იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა კილიან მბაპეს შემცვლელზე.
წყაროს ცნობით, პარიზელები შეეცდებიან „ევერტონის“ ფორვარდის რიშარლისონის შეძენას, თუ მბაპე მაინც გადაწყვეტს „რეალში“ გადასვლას.
„პარი სენ-ჟერმენი“ აკვირდებოდა რიშარლისონის თამაშს კოპა ამერიკასა და ტოკიოს ოლიმპიადაზე და მოეწონა ფეხბურთელის გამოსვლა. გარდა ამისა, რიშარლისონი მეგობრობს პარიზელთა რამდენიმე ფეხბურთელთან, რამაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს პოტენციურ ტრანსფერს.
გასულ სეზონში ბრაზილიელმა ფორვარდმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.