პსჟ-მ მბაპეს 10-წლიანი კონტრაქტი და მილიარდი ევრო შესთავაზა #1TVSPORT

15:05, 21.07.2023

„პარი სენ-ჟერმენმა“ თავის ფორვარდს, კილიან მბაპეს ახალი მრავალწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, – დაწერა ესპანურმა გაზეთმა Marca-მ.

წყაროს ცნობით, პარიზელებმა მბაპეს 10-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც, ფრანგი მილიარდ ევროს გამოიმუშავებს.

მბაპეს მოქმედი ხელშეკრულება პსჟ-სთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ადრე იტყობინებოდნენ, რომ კილიანის წასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს გამოიწვევს პარიზულ კლუბში. მანამდე ფორვარდმა პსჟ-ს წერილი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ აღარ გააგრძელებს გუნდთან კონტრაქტს.

მბაპეზე მთავარ პრეტენდენტად მადრიდის „რეალი“ მიიჩნევა.

მსგავსი