პსჟ-მ ჰარი კეინის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT
„ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი, შესაძლოა, ზაფხულში „პარი-სენ-ჟერმენში“ გადავიდეს.
როგორც ფრანგული ინტერნეტგამოცემა Foot Mercato წერს, ინგლისელი ფეხბურთელის წარმომადგენლები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს პარიზელებთან პოტენციურ ტრანსფერზე. „პარი სენ-ჟერმენი“ კეინს მთავარ სამიზნედ განიხილავს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას.
კეინი ბევრ ევროპულ გუნდს აინტერესებს. აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ ეს ფორვარდი სატრანსფერო პრიორიტეტად დაასახელა.
ჰარი კეინის მოქმედი ხელშეკრულება „ტოტენჰემთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.