პსჟ-მ ფრანგული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი 50 მილიონ ევროდ შეიძინა #1TVSPORT
ფრანგული ფეხბურთის ვუნდერკინდი დეზირე დუე „რენიდან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა. პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა 19 წლის გარემარბის შეძენის შესახებ. ფეხბურთელთან 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი.
საფრანგეთის ჩემპიონმა „რენს“ 50 მილიონი ევრო გადაუხადა, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ფაბრის ჰოუკინსმა.
გასულ სეზონში დუემ ლიგა 1-ში 31 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ის საშუალოდ მოედანზე 52 წუთს ატარებდა.
დეზირე დუემ პარიზის ოლიმპიადაზე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ვერცხლის მედალი მოიპოვა.