პსჟ-მ 8:0 მოიგო, ნეიმარმა პოკერი შეასრულა, კავანიმ რეკორდი გაიმეორა
პსჟ-მ 8:0 მოიგო, ნეიმარმა პოკერი შეასრულა, კავანიმ რეკორდი გაიმეორა

საფრანგეთის ჩემპიონატში 21-ე ტური ლიდერის მატჩით დასრულდა. “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე მიიღო “დიჟონი” და მეტოქე 8:0 გაანადგურა.

აღნიშნულ შეხვედრაში ნეიმარმა პოკერი შეასრულა. ბრაზილიელმა გოლები 42-ე, 57-ე, 73-ე და 83-ე წუთებზე გაიტანა. ბოლო გოლისას მან პენალტი გამოიყენა, გულშემატკივრებმა ნეიმარს უსტვინეს, რადგან კავანის ​11-მეტრიანის დარტყმა არ დაანება.

ასევე დუბლი შეასრულა ანხელ დი მარიამ, თითო გოლი კილიან მბაპემ და ედინსონ კავანიმ გაიტანეს. ურუგვაელისთვის ეს “პარი სენ-ჟერმენის” შემადგენლობაში 156-ე გოლი იყი და ის ამ მაჩვენებლით კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაეწია.

საფრანგეთის ჩემპიონატს პსჟ ლიდერობს, ის უახლოეს მდევარს 11 ქულით უსწრებს.