პსჟ ლუკას მოურას პრესის სასარგებლოდ ჯაშუშობას აბრალებს
პსჟ ლუკას მოურას პრესის სასარგებლოდ ჯაშუშობას აბრალებს

წამყვანი ფრანგული გაზეთის Le Parisien-ის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ ბრაზილიელი ნახევარმცველი ლუკას მოურა „ტოტენჰემში“ იმის გამო გაუშვა, რომ ფეხბურთელს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა გუნდის მთავარ მწვრთნელთან უნაი ემერისთან.

როგორც ირკვევა, ესპანელი სპეციალისტი ეჭვობდა, რომ მოურა პრესას გუნდის შიდა სამზარეულოდან ინფორმაციას აწვდიდა.

კერძოდ, ემერი დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტებმა სწორედ მოურასგან შეიტყვეს ნეიმარსა და ედინსონ კავანის შორის კონფლიქტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ “ტოტენჰემმა” ლუკას მოურაში 25 მილიონი ევრო გადაიხადა.

ლონდონში გადასვლის წინ, ფეხბურთელი აცხადებდა, რომ პსჟ-ში თავს არაკომფორტულად გრძნობს.

დატოვე კომენტარი