უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის მეექვსე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც პსჟ-მ სტუმრად „ლაიფციგი“ 3:0 დაამარცხა, პარიზული კლუბის მფლობელმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ გუნდის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მომავალზე ისაუბრა.
ალ-ხელაიფის განცხადებით, პსჟ ენრიკეს თანამდებობიდან გათავისუფლებას არ გეგმავს და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩვენ გრძელვადიან პროექტს ვაშენებთ ლუის ენრიკესთან ერთად და მან ეს კარგად იცის. ის ბრწყინვალე მწვრთნელია, მსოფლიოში საუკეთესო“, – განაცხადა პსჟ-ს პრეზიდენტმა.
ამ მომენტისთვის „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის საერთო ცხრილში 25-ე ადგილზეა, რაც პლეი ოფში თამაშის საშუალებას არ აძლევს. პარიზელები მეშვიდე ტურში „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებენ.