პსჟ ლიონელ მესისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს #1TVSPORT
პსჟ ლიონელ მესისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ არგენტინელი ფორვარდისთვის ლიონელ მესისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებაზე ფიქრობს, – წერს გაზეთი „ეკიპი“.

გამოცემის ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება. პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილია ლეგენდარული ფეხბურთელის თამაშით. მხარეებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ეს პროცესი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყება.

მიმდინარე სეზონში ლიონელ მესიმ შვიდი მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში და 10 შედეგიანი მოქმედება ჰქონდა – სამი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა.