პსჟ ლიონელ მესის შენარჩუნებაზე მუშაობს – კლუბმა არგენტინელს სარფიანი წინადადებით მიმართა #1TVSPORT

12:32, 07.05.2023

„პარი სენ-ჟერმენს“ შემადგენლობაში ფორვარდ ლიონელ მესის შენარჩუნება სურს.

გამოცემა Footmercato-ს ინფორმაციით, პარიზული კლუბი იმედოვნებს არგენტინელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაგრძელებას. საფრანგეთის ჩემპიონმა უკვე გაუგზავნა მესის სარფიანი ფინანსური წინადადება.

ფორვარდის პასუხის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ორი კვირით ჩამოაცილა არგენტინელი ვარჯიშებს იმის გამო, რომ ის დაუკითხავად გაემგზავრა საქმიანი ვიზიტით საუდის არაბეთში.

35 წლის მესის კონტრაქტი პარიზელებთან 2023 წლის 30 ივნისს იწურება.

მსგავსი