პსჟ-ის ხელმძღვანელობა ნეიმარს ოპერაციას უკრძალავს
პსჟ-ის ხელმძღვანელობა ნეიმარს ოპერაციას უკრძალავს

“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდს ნეიმარს მიაჩნია, რომ ტრავმირებულ კოჭზე ოპერაცია ესაჭიროება – გამოკვლევამ ბრაზილიელს ერთ-ერთი ძვლის მოტეხილობა დაუდგინა.

ნეიმარს სურს, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის სრულფასოვანი აღდგენითი კურსი ჩაიტაროს, მაგრამ პსჟ-ის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ ოპერაცია საჭირო არ არის.

ნეიმარსა და პარიზულ კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტში წერია, რომ ქირურგიული ჩარევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება გუნდს ეკუთვნის, – წერს ინტერნეტ-გამოცემა Folha.

ოპერაციის შემთხვევაში, ბრაზილიელი მოედანზე მაისში დაბრუნდება, ოპერაციის გარეშე კი არსებობს შანსი, რომ მან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშოს, თუ, რა თქმა უნდა, იქ “პარი სენ-ჟერმენი” გავა.

“ნეიმარის ოპერაცია? ეს არ იქნება. ველაპარაკე სამედიცინო სამსახურს და არსებობს შანსი, რომ ნეიმარმა “რეალის” წინააღმდეგ ითამაშოს. ამ მომენტისთვის, ყველაზე რეალურია ვარიანტი, რომ ის ვერ დაგვეხმარება, მაგრამ მე ჯერ ბოლომდე არ გამოვრიცხავ ამ მატჩში მის მონაწილეობას”, – განაცხადა პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ.
6 მარტს, პარიზელები შინ მიიღებენ “რეალს”. პირველ მატჩში მადრიდელებმა 3:1 გაიმარჯვეს.