პსჟ-ის მოთამაშეებს ამოცანა დაუსახეს - არც ერთი წაგება ლიგა 1-ის სეზონში #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს ლიგა 1-ში 2022-23 წლების სეზონის დაუმარცხებლად გავლა.
ასეთი ამოცანა ფეხბურთელებს დაუსახეს მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ და სპორტულმა დირექტორმა ლუიშ კამპუშმა, – დაწერა გაზეთმა Le Parisien-მა.
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ სამ ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ სამი გამარჯვება მოიპოვა – „კლერმონის“ (5:0), „მონპელიეს“ (5:2) და „ლილის“ (7:1) წინააღმდეგ, რის შემდეგაც „მონაკოსთან“ ფრედ (1:1) ითამაშა.