პსჟ-ის მეკარე ცხენიდან ჩამოვარდნის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია #1TVSPORT
პსჟ-ის მეკარე ცხენიდან ჩამოვარდნის შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარემ, სერხიო რიკომ სერიოზული დაზიანებები მიიღო ცხენიდან ჩამოვარდნის შემდეგ, – იტყობინება ესპანური გამოცემა El Mira.

წყაროს ცნობით, 29 წლის გოლკიპერი ესპანეთში ცხენით სეირნობდა და დაცემის შემდეგ თავის ქალის ტრავმა მიიღო. ფეხბურთელი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

რიკო „პარი სენ-ჟერმენში“ 2020 წელს გადავიდა. ამ სეზონში მეკარეს პარიზელთა რიგებში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.