„პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგი მოთამაშეები უსმან დემბელე, პრესნელ კიმპემბე და რანდალ კოლო მუანი უკმაყოფილონი არიან ესპანელი სპეციალისტის ლუის ენრიკეს მუშაობით. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს გაზეთ L’Equipe-ის ჟურნალისტი ლოიკ ტანზი.
წყაროს ცნობით, პსჟ-ის ერთ-ერთი ლიდერი და გუნდის საუკეთესო ასისტენტი დემბელე ვერ იგებს მთავარი მწვრთნელის იდეებს და პარიზელთა ამჟამინდელ ტაქტიკას პროგნოზირებადს უწოდებს. გარდა ამისა, დემბელეს დღემდე არ ესმის, რატომ გარიცხეს „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის განაცხადიდან. თავის მხრივ, ლუის ენრიკე განრისხებულია თამაშის მიმართ დემბელეს დამოკიდებულებაზე, ვარჯიშებზე მისი დაგვიანებებსა და „ბაიერნთან“ მიღებულ წითელ ბარათზე.
ასევე იტყობინებიან, რომ კიმპემბე და კოლო მუანი უსამართლოდ მიიჩნევენ მათთვის გამოყოფილ მცირე სათამაშო დროს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მზად არიან სათამაშოდ.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიდერობს საფრანგეთის ჩემპიონატს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე 26-ე ადგილზეა ცხრილში და პლეი ოფის ზონის მიღმა იმყოფება.