პსჟ ჰალანდში 200 მილიონი ევროს გადახდას აპირებს #1TVSPORT
პსჟ ჰალანდში 200 მილიონი ევროს გადახდას აპირებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის, სოლიდური თანხა გადაიხადოს „მანჩესტერ სიტიდან“ ფორვარდ ერლინგ ჰალანდის ტრანსფერში, – დაწერა გაზეთმა Marca-მ.

„რეალი“ აგრძელებს მუშაობას პსჟ-ის ფორვარდის, კილიან მბაპეს გაფორმებაზე, პარალელურად, ფიქრობს ალტერნატივაზე ჰალანდის სახით.

წყაროს მონაცემებით, „პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის, ჰალანდის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც, თავის მხრივ, გავლენას იქონიებს კლუბში ლიონელ მესის, ნეიმარისა და სერხიო რამოსის მომავალზე.

ადრე გახდა ცნობილი, რომ „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდის გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროს ოდენობით გააქტიურდება არა 2024, არამედ 2025 წელს. ეს დამოკიდებული იყო „სიტის“ მთავარ მწვრთნელზე ხოსეპ გვარდიოლაზე, რომელმაც კონტრაქტი გააგრძელა, რის გამოც ნორვეგიელის გამოსასყიდი თანხა ძალაში შევა 2025 წელს.