პსჟ დონარუმას ტრანსფერზე მუშაობს
პსჟ დონარუმას ტრანსფერზე მუშაობს

საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ ისევ გამოხატავს ინტერესს „მილანის“ მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას მიმართ.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საკუთარ „ტვიტერზე“ წერს, რომ როგორც კი პარიზული კლუბის ახალ სპორტულ დირექტორად ლეონარდოს ოფიციალურად დაამტკიცებენ, ის სატრანსფერო განაცხადით მიმართავს „მილანს“ დონარუმას თაობაზე.

მაისში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 50 მილიონი ევრო მოამზადა დონარუმას ტრანსფერისთვის. მოგვიანებით დაიწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „მილანს“ 60 მილიონ ევროს შესთავაზებს 20 წლის მეკარეში.

ახალგაზრდა მეკარის შესაძლო გაყიდვის მიზეზი „მილანის“ პრობლემებია ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებით, რომელიც გუნდს წარმოეშვა შემდეგი სეზონის ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენით.

დონარუმა „მილანის“ აღზრდილია. 2018-2019 წლების სეზონზე მან 43 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და 35 გოლი გაუშვა.