“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი შეშფოთებულია ბოლოდროინდელი ჭორებით, რომელიც გუნდიდან ნეიმარის სავარაუდო წასვლას უკავშირდება, – იტყობინება ესპანურ გაზეთ ‘სპორტის’ ვებ-გვერდი (sport.es).
ამასთან დაკავშირებით, ალ-ჰელაიფი და პსჟ-ის სპორტული დირექტორი ანტერ ენრიკე უახლოეს დღეებში ბრაზილიაში გაემგზავრებიან, სადაც მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ოპერაციის შემდეგ აღდგენით კურსს გადის.
კლუბის ხელმძღვანელობას სურს ფეხბურთელთან დალაპარაკება და მისი დარწმუნება “პარი სენ-ჟერმენში” დარჩენაზე. როგორც აღნიშნავენ, მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ახალი გუნდი ბრაზილიელის გარშემო აშენდება, ფეხბურთელების შეძენისას კი მისი აზრი გათვალისწინებული იქნება. უფრო მეტიც, პსჟ გაიფორმებს იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ნეიმარი შესთავაზებს ხელმძღვანელობას.
რამდენიმე დღის წინ, პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ ბრაზილიელი აღარ აპირებს პსჟ-ში დაბრუნებას და “რეალში” გადასვლა ან “ბარსელონაში” დაბრუნება სურს.