პსჟ 100 მილიონი ღირებულების ფეხბურთელებს უნდა შეელიოს 1TVSPORT
პსჟ 100 მილიონი ღირებულების ფეხბურთელებს უნდა შეელიოს 1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენმა“ ზამთრისა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას უნდა გაყიდოს რამდენიმე ფეხბურთელი და ამ გარიგებებით მინიმუმ 100 მილიონი ევრო უნდა გამოიმუშავოს.

თუ ასე არ მოხდება, პარიზელები ვერ ჩაეტევიან ფინანსური ფეარ პლეის ნორმებში, დეფიციტის დაფარვა კი მოუწევს პსჟ-ის მფლობელს – Qatar Sports Investments-ს.

აი, როგორ გამოიყურება გაყიდვის სავარაუდო კანდიდატთა სია: მეკარე სეხიო რიკო, მცველები – ლეივენ კურზავა, ტილო კერერი, აბდუ დიალო, ნახევარმცველები – რაფინია, იულიან დრაქსლერი და ფორვარდი მაურო იკარდი.