პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - სანამ უკრაინის ავტოკეფალიაზე ყველაფერი არ იქნება ჩვენთვის კარგად ცნობილი, რაიმე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს პატრიარქსა და წმინდა სინოდს არ შეუძლია
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - სანამ უკრაინის ავტოკეფალიაზე ყველაფერი არ იქნება ჩვენთვის კარგად ცნობილი, რაიმე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს პატრიარქსა და წმინდა სინოდს არ შეუძლია

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ ყველამ იცის იმ დაპირისპირების შესახებ, რომელიც არსებობს კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოს შორის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სანამ კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებით არ იქნება ახსნილი არსებული ვითარება, საქართველოს პატრიარქსა და წმინდა სინოდს გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.

„საქართველოს ეკლესიის პოზიცია ამგვარია – ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს პოზიცია სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების. ის ფაქტი, რომ მსოფლიოს საპატრიარქოს სურს მიანიჭოს ავტოკეფალია უკრაინის ეკლესიას, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ყველამ იცის იმ დაპირისპირების შესახებ, რომელიც არსებობს კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოს შორის ამ თემაზე.

ჩვენ ყველა ვუერთდებით ჩვენი პატრიარქის განცხადებას, რომ ვიდრე კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებით არ იქნება ახსნილი, თუ ვის ანიჭებენ და როგორ ანიჭებენ ამ ავტოკეფალიას, რა ვითარებაში მოხდება ეს; სანამ ამას წინ არ უძღვის კონსულტაციები ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქების, პატრიარქების და სანამ ეს ყველაფერი არ იქნება ჩვენთვის კარგად ცნობილი, რაიმე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს პატრიარქსა და წმინდა სინოდს არ შეუძლია“, – აღნიშნა მამა გიორგი ზვიადაძემ.