პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, აქციის საქმე ობიექტურად და გამჭვირვალედ იქნება გამოძიებული

19:11, 03.07.2019

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, საქარველოს საპატრიარქოში იმედი აქვთ, რომ 20-21 ივნისის აქციასთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად ჩატარდება.

„თქვენ გაქვთ საშუალება, რომ თვალი ადევნოთ განცხადებებს საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ობიექტურად იქნება გამოძიებული, გამჭვირვალედ, რაც ჩვენს საზოგადოებას საშუალებას მისცემს, მიუკერძოებლად და ობიექტურად შეაფასოს ეს ყველაფერი. დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებასა და სიმშვიდეს“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.

მსგავსი