პროსინეჩკიმ ბოსნიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
პროსინეჩკიმ ბოსნიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ბოსნიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის პირველი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი რობერტ პროსინეჩკიმ დატოვა. გადაწყვეტილება ორივე მხარის შეთანხმებით იქნა მიღებული.

ხორვატი სპეციალისტი უკვე სექტემბერში ითხოვდა თანამდებობიდან გაშვებას, მაგრამ მაშინ ფედერაციის ხელმძღვანელობამ არ დააკმაყოფილა მწვრთნელის განცხადება და მას სრული ნდობა გამოუცხადა.

ევრო 2020-ის შესარჩევ ტურნირში ბოსნიამ მეოთხე ადგილი დაიკავა – 10 მატჩში 13 ქულა დააგროვა.

ნაკრებს რჩება ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი, ოღონდ ამისთვის პლეი ოფის მინი ტურნირი უნდა მოიგოს. ნახევარფინალში ბოსნია ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება და მოგების შემთხვევაში, ფინალში სლოვაკეთისა და ირლანდიის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.