რობერტ პროსინეჩკი - ბევრი რონალდოს ან მარადონას დაასახელებს, ჩემთვის კი საუკეთესო ლიონელ მესია
რობერტ პროსინეჩკი - ბევრი რონალდოს ან მარადონას დაასახელებს, ჩემთვის კი საუკეთესო ლიონელ მესია

„ბარსელონასა“ და „რეალ მადრიდის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტ პროსინეჩკიმ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ ლიონელ მესი დაასახელა.

„მე ვთვლი, რომ მესი საუკეთესოა. უკვე რამდენიმე წელია, რაც „ბარსელონაში“ სტაბილურად თამაშობს და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა, თან უამრავი გოლი გაიტანა და უამრავი საგოლე გადაცემა შეასრულა“, – მოჰყავს პროსინეჩკის სიტყვები „მუნდო დეპორტივოს“. – „ზოგიერთი მარადონას არ რონალდოს დაასახელებს, მე კი მიმაჩნია, რომ ლეო საუკეთესოა მათგან, ვისი თამაშიც მინახავს. შეიძლება კიდევ ადამიანმა ბრაზილიელი რონალდო გაიხსენოს, რომელმაც ასევე ბევრი რამ მოიგო, მაგრამ თუ ერთის დასახელებას მთხოვთ, მესის დავასახელებ“.

შეგახსენებთ, რომ რობერტ პროსინეჩკიმ კარიერა მშობლიური ზაგრების „დინამოში“ დაიწყო, სადაც ერთი წელი ითამაშა, შემდეგ კი „ცრვენა ზვეზდაში“ გადავიდა, იქიდან კი „რეალ მადრიდში“. გარდა ამისა, ის იცავდა „ბარსელონას“, „სევილიასა“ და სხვა გუნდების ღირსებას.

1998 წელს, ხორვატიის ნაკრებთან ერთად, ის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ამჟამად პროსინეჩკი თურქული „კაიზერისპორის“ მთავარი მწვრთნელია.

დატოვე კომენტარი