„პრომეთეს“ ჯილდოს მოპოვებას ექვსი დოკუმენტური ფილმი შეეცდება
„პრომეთეს“ ჯილდოს მოპოვებას ექვსი დოკუმენტური ფილმი შეეცდება

თბილისის რიგით მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალმა საკონკურსო სექციებში ფილმების მიღება დაასრულა.

კინოფესტივალი სექციაში „ქართული პანორამა“ სამ ნომინაციაში: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის გასცემს სპეციალურ ჯილდოს „პრომეთე“.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდოს მოპოვებას 6 დოკუმენტური ნამუშევარი შეეცდება.
1. “გოგიტას ახალი ცხოვრება” -ლევან კოღუაშვილი
2. „დაწესებულება #16″ -ალექსანდრე ქორიძე
3. „დევნილი გემი ენგური“ ვახტანგ ვარაზი
4. “დიდუბე, ბოლო გაჩერება”შორენა თევზაძე
5. „მზის ქალაქი” რატი ონელი
6. „სოვდაგარი“თამთა გაბრიჩიძე

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი 4-10 დეკემბერს გაიმართება