პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი შოთაძე სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს
პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ირაკლი შოთაძე სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს

თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები“ გრძელდება.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, კონფერენციის მეორე დღეს, სესიები და „ვორქშოფები“ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმართება, როგორებიც არის: ომის დანაშაულებზე ეფექტური რეაგირება, კიბერ დანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია და ა.შ.

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე ორმხრივ შეხვედრებს მართავს სხვადასხვა ქვეყნის გენერალურ პროკურორებთან და უწყებების წარმომადგენლებთან.

კონფერენციას, რომელიც 25-29 სექტემბერს იმართება, საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს. კონფერენციას 60 ქვეყნის 300 პროკურორი და გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და აღნიშნულ სფეროში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტები ესწრებიან.