პროკურორის მოადგილე - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე ვთანამშრომლობთ მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოებთან
პროკურორის მოადგილე - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე ვთანამშრომლობთ მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოებთან

მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ.

„როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე სხვა მსჯავრდებული პირების მიმართ, რომელთა თაობაზეც ჩვენ ექსტრადიცია გვაქვს მოთხოვნილი, ჩვენი შუამდგომლობის ფარგლებში, ვთანამშრომლობთ მოთხოვნის მიმღები ყველა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებთან“, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა განაცხადა.

მიმართა თუ არა საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე უშუალოდ ნიდერლანდების სამეფოს, ამ შეკითხვას პროკურორის მოადგილემ არ უპასუხა.