პროკურორი - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მოიპოვება ვიდეო და აუდიომასალა, სადაც ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს
პროკურორი - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში მოიპოვება ვიდეო და აუდიომასალა, სადაც ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს

პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ნამდვილად მოიპოვება ვიდეო და აუდიომასალა, სადაც ის ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე საუბრობს.

„საქმეში ნამდვილად მოიპოვება როგორც ვიდეო, ისე აუდიომასალა, რომელიც საკმაოდ მძიმე საყურებელი და მოსასმენია. ვადასტურებთ, რომ ნამდვილად არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულებაზე. ზოგადად, ის ვიდეომასალა, რაც მოპოვებულია მისი მობილური ტელეფონიდან, თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს. საქმეში ნამდვილად არსებობს აუდიოჩანაწერი განხორციელებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ, როდესაც ის განიხილავს ტყეში თვითმკვლელობის სიცოცხლის დასრულების შესაძლებლობას“, – განაცხადა პროკურორმა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებული ვიდეო-აუდიომასალების ჩანაწერები დახურულ დარბაზში დღეს ჟურნალისტებს მოასმენინეს.