პროკურორი - გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს სწორედ თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობა სურდა
პროკურორი - გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს სწორედ თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობა სურდა

პროკურორის მტკიცებით, ბრალდებულს განზრახული ჰქონდა თაკო გამრეკელაშვილის მოკვლა, რასაც ბრალდებულსა და მოკლულს შორის წინა დღით შემდგარი კომუნიკაცია მოწმობს.

ამის შესახებ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, მოკლული წინააღმდეგი იყო, რომ დედამისი ვეფხია ბაქრაძეს შერიგებოდა.

„გამოძიებაში ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულს სწორედ გარდაცვლილის მკვლელობა სურდა. წინა საღამოს ზუსტად მას დაემუქრა. სატელეფონო კომუნიკაცია შედგა. მათ შორის დაძაბულობა იყო, რადგან გარდაცვლილი ხელს უშლიდა მათ ურთიერთობას, დედამისს ეუბნებოდა, რომ არ შერიგებოდა ბრალდებულს”, – განაცხადა ხუციშვილმა.

რაც შეეხება ბენზინის აღმოჩენის საკითხს, რომლითაც გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული სახლის გადაწვას და კვალის წაშლას ცდილობდა, პროკურორი აცხადებს, რომ ამ ვერსიაზე გამოძიება მუშაობს.

„სახლიდან ამოღებულია თხევადი ნივთიერება, ბრალდებულის განმარტებით, ის არის ბენზინი. ვეფხია ბაქრაძის ამბობს, უნდა დაეწვა მოკლულის დედის ტანსაცმელი და ნივთები”, – განაცხადა პროკურორმა.